ძიუდო | კოტე კაპანაძე დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 81 კგ-ში მოასპარეზე კოტე კაპანაძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში ტურნირზე წონის პირველ ნომერთან, ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ სულეიმან შუქუროვს დაუპირისპირდება.
შეჯიბრზე დღეს კიდევ ორი ქართველი გამოვიდა – გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) და ალექსანდრე ლოლაძემ (81 კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდს სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.