ძიუდო | კოტე კაპანაძე დუშანბეს გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 81 კგ-ში მოასპარეზე კოტე კაპანაძე ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა მეოთხედფინალში უზბეკ სუხრობ ტურსუნოვს იპონით სძლია და ფინალში გასასვლელად ტურნირზე წონის პირველ ნომერს, ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს დაუპირისპირდება.

შეჯიბრზე დღეს კიდევ ორი ქართველი გამოვიდა – გიორგი ტერაშვილმა (73კგ) და ალექსანდრე ლოლაძემ (81კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდს სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.