ძიუდო | კოტე კაპანაძე დუშანბეს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

12:17, 03.05.2025

დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 81 კგ-ში მოასპარეზე კოტე კაპანაძე მეოთხედფინალში იჭიდავებს – ქართველმა მერვედფინალში ტაჯიკი სპორტსმენი დაამარცხა და ნახევარფინალსი გასასვლელად უზბეკ ტურსუნოვს დაუპირისპირდება.

შეჯიბრზე კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა – გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) და ალექსანდრე ლოლაძემ (81 კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდ სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.

მსგავსი