ძიუდო | კაპანაძემ დუშანბეს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 81 კგ-ში მოასპარეზე კოტე კაპანაძემ ბრნჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში აზერბაიჯანელ სულეიმან შუქუროვს ვაზარით მოუგო.

შეჯიბრზე დღეს კიდევ ორი ქართველი გამოვიდა – გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) და ალექსანდრე ლოლაძემ (81 კგ) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და გრანდს სლემს უმედლოდ გამოეთიშნენ.