ძიუდო | კაპანაძე და მჭედლიშვილი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ავალიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

23:46, 21.08.2026

ეკვადორში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე კადეტთა შორის, ორი ქართველი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს – გიორგი კაპანაძემ (66 კგ) ნახევარფიანლში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა, გიორგი მჭედლიშვილმა კი ფინალში გასასვლელად უზბეკ თანატოლს სძლია.

ფინალურ ბლოკში გიორგი ავალიანი (66 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი