ძიუდო | ჯაბნიაშვილი და თუშიშვილი ლინცის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | ჯაბნიაშვილი და თუშიშვილი ლინცის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ძიუდოს გრანპრი​ს დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი ასპარეზობდა, მედლისთვის ბრძოლას კი ორი მათგანი აგრძელებს.

გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ნახევერაფინალური დაპირისპირება კუბელ სილვა მორალესთან იპონით დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ტოტთან იჭიდავებს.

მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი კი ფინალში გასასვლელად ჩეხ კრპალეკთან დამატებით დროში დამარცხდა. ქართველი ფინალურ ბლოკში მესამე ადგილიშთვის ისრაელის წარმომადგენელ შმაშილინთან იბრძოლებს.

სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) გრანპრის ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ლინცის გრანპრიზე ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის ტურნირზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.