ძიუდო | ჯაბნიაშვილი ავსტრიის გრანპრის გამარჯვებულია, გრიგალაშვილმა ფინალში ტრავმის გამო ვერ იჭიდავა #1TVSPORT

20:22, 09.03.2025

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა.

დღევანდელი ფინალურ ბლოკის ბოლოს გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრანპრის ფინალში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება. კიდევ ერთი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის გრანპრიზე საქართველოს ნაკრებმა გასული ორი საშეჯიბრო დღე უმედლოდ დაასრულა.

მსგავსი