ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი და კოტე კაპანაძე პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში ძიუდოში 2026 წლის პირველი გრანდ სლემი მიმდინარეობს, სადაც წარმატებით ასპარეზობს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტარაშვილი – ახალგაზრდა ქართველმა მერვედფინალში ავსტრიის სახელით გამომსვლელი მობლი ბორჩაშვილი დაამარცხა და ნახევარფინალური საგზურისთვის იაპონელ ოტას დაუპირისპირდება.
გრანდ სლემზე მეოთხედფინალში გავიდა კოტე კაპანაძეც (81 კგ), რომელმაც ბოსნიელი მუსტაფა ჰებიბი იპონით დაამარცხა და მომდევნო შეხვედრას რუს სუხოპაროვთან გამართავს.
ნიკა ხარაზიშვილმა (100 კგ), საბა ინანეიშვილმა (+100 კგ), ლუკა მაისურაძემ (90 კგ) და ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) პარიზის გრანდ სლემზე გამოსვლა დაასრულეს.