ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ლაშა ბექაური მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ქართველი ფინალის საგზურისთვის დაპირისპირებაში მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზათხანოვს შეხვდება.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) კი მეოთხედფინალში იასპარეზებს – მან მერვედფინალში რუსი ეგორ ანდონი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად სერბეთის წარმომადგენელს, ისლამ სოგენოვს შეხვდება.