ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი ნახევრფინალში იჭიდავებს.

ქართველმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ ქართველს, უშანგი კოკაურს დამატებით დროში სძლია და ფინალური საგზურისთვის რუს ან მონღოლ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს ერთი მედალი აქვს მოპოვებული – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.