ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებს.
ქართველმა მერვედფინალში გერმანელი ლოსენი კონე დამატებით დროში იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ ქართველს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.
დღეს ტურნირზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) იჭიდავებს, იგი პირველ შეხვედრას ნიდერლანდელ მარკუს ვან დაიკთან გამართავს.
მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს ერთი მედალი აქვს მოპოვებული – გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.