ძიუდო | ილიკო გამეზარდაშვილმა საფრანგეთში რეგიონული ღია ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT

15:00, 31.10.2022

საფრანგეთის ქალაქ ოიონაქსში რეგიონული ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომლის გამარჯვებული 16 წლის ქართველი ილიკო გამეზარდაშვილი (66კგ) გახდა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი მეტოქე შვიდ წამში იპონით დაამარცხა.

ილიკომ ვარჯიში ძეგვში დაიწყო, ახლა კი უკვე ორი წელია ოიონაქსის ძიუდოს კლუბ haut budget-ში ვარჯიშობს. იგი საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტთა ოჯახიდანაა. გამეზარდაშვილი რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

 

მსგავსი