ძიუდო | ილია სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ილია სულამანიძემ (100 კგ). 25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი უნგრელი ჟომბორ ვეგი ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი ვადიმ გიმბოვში იქნება.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.