ძიუდო | ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია სულამანიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ ბარატი იპონით დაამარცხა და მერვედფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იქნება.

„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.