ძიუდო | ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია – ეთერ ლიპარტელიანი და გიორგი ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

08:20, 06.12.2025

იაპონიის დედაქალაქში ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ტოკიოს გრანდ სლემი დაიწყო.

მამაკაცთა შორის -100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ილია სულამანიძე. ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონს, რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია და ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილი (-90კგ). მსოფლიოს ჩემპიონი ლიპარტელიანი ფრანგ სარა ლეონი სისიკის შეხვდება, ხოლო ჯაბნიაშვილის მეტოქე იტალიელი ტიციანო ფალკონე იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი