ძიუდო | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს.
სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ასევე გახდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.