ძიუდო | ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში მოლდოველი ვადიმ გიმბოვში დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად რუს ნიაზ ბილალოვს დაუპირისპირდება. ილიას თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის ბილალოვთან ერთგვარი რევანში აქვს ასაღები.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.