ძიუდო | ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია სულამანიძემ მერე გამარჯვებაც მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა – ქართველმა რუმინელი ალექსანდრუ სიბისანი იპონით დაამარცხა და ნახევაფინალში გასასვლელად ნიიაზ ბილალოვს შეხვდება.
„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.