ძიუდო | ილია სულამანიძემ ბილალოვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა რუსი ნიაზ ბილალოვი შებოჭვით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იტალიელ ჯენარო პირელის დაუპირისპირდება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.