ძიუდო | ილია გამეზარდაშვილი იუნიორთა შორის საფრანგეთის ჩემპიონატზე იჭიდავებს #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ბურგ-დე-პეჟში აურას იუნიორთა ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირზე 17 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ილია გამეზარდაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა და საფრანგეთის იუნიორთა ჩემპიონატზე გასვლის უფლება მოიპოვა. შეჯიბრება 2024 წლის 2 მარტს პარიზში ჩატარდება.
ილიამ ვარჯიში ძეგვში დაიწყო. ოთხი წელია, ოიონაქსის ძიუდოს კლუბ haut budget-ში ვარჯიშობს.
გამეზარდაშვილი საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტთა ოჯახიდანაა. ის უკვე რამდენიმე ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.