ძიუდო | იაპონელმა ჰიფუმი აბემ 2019 წლის შემდეგ პირველად წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ვაჟთა შორის 66 კილოგრამ წინით კატეგორიაში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – ოქროს მედლისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მოფლიო ჩემპიონი ჰუფუმი აბე.
იაპონელი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ტაჯიკ ობიდ ძებოვთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკმა ძიუდოისტმა აბეს შთამბეჭდავი სერია შეწყვიტა – იაპონელ ძიუდოისტს ინდივიდუალურ შეჯიბრებებში 2019 წლის შემდგ წაგება არ ჰქონდა.
ფინალურ ბლოკში ჰიფუმი აბე ბრინჯაოს მედლისთვის კუბელ ორლანდო პოლანსოს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრთაგან დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) იასპარეზა და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა.