ძიუდო I ზაგრების გრანპრის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დასრულდა #1TVSPORT
ძიუდო I ზაგრების გრანპრის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის უმედლოდ დასრულდა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს სტარტი აიღო და 20 აგვისტოს დასრულდება გრანპრი ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა და ორივე პირველ წრეში დამარცხდა.

60 კგ-ში საბა გრიგალაშვილმა პორტუგალიელ ფრანსისკო მენდეშთან იპონით წააგო, 66 კგ-ში კი ალექსანდრე რაფავას უზბეკმა სარდორ ნურილაევმა გაფრთხილებებით სძლია. ხვალ, 19 აგვისტოს ზაგრების გრანპრიზე ერთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. 73 კგ-ში ლუკა კაპანაძე პირველ წრეში სლოვენიელ ადრიან გომბოცს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ზაგრების გრანპრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ილია სულამანიძემ (100 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.