ძიუდო I ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონელ აბეს შეხვდება #1TVSPORT
ძიუდო I ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იაპონელ აბეს შეხვდება #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ასპარეზობს, რომელმაც ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა მერვედფინალში მონღოლი ერხემბაიარი ბოლო წამებზე შესრულებული ეფექტური გდებით დაამარცხა. მარგველაშვილი ნახევარფინალში გასასვლელად იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდება, რომელსაც ის ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დაუპირისპირდა.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.