ძიუდო I მსოფლიო ჩემპიონატზე მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს #1TVSPORT
ძიუდო I მსოფლიო ჩემპიონატზე მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ასპარეზობს. ქართველი ტურნირზე ორი გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

დღევანდელი მეტოქეები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ფინალშიც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც იაპონელს დარჩა. მარგველაშვილს ფინალურ ბლოკში მოსახვედრად რეპეჟაშში იაგო აბულაძის დამარცხება სჭირდება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.