ძიუდო I მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო I მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს #1TVSPORT

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი B ბადეშია განთესილი. იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე გერმანელ მარტინ სეტსა და ესტონელ ოსკარ პერტელსონს შორის გამარჯვებული იქნება.

1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი ვაჟას სავარაუდო მეტოქე მონღოლი ბატოგტოხ ერხემბაიარი იქნება. B ბადის ფინალში, შესაძლოა, ქართველი იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდეს, რომელსაც ის ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში დაუპირისპირდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 11:30 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩენპიონატის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.