ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანი 32 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.