ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია #1TVSPORT

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ფინალშია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ბუტბული ვაზარით დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე კარენ გალსტიანს შეხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გალსტიანმა ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.

81 კგ წონით კატეგორიაში დიმიტრი გოჩილაიძემ რეპეჟაში ბრაზილიელ ფალკაოსთან წააგო და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.