ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში არიან #1TVSPORT
ძიუდო I ლაშა შავდათუაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში არიან #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი ძიუდოისტი აგრძელებს.

ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ).

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მერვედფინალში ირლანდიელი გრინი დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს. გოჩილაიძე კი მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელს, საგი მუკის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ნეიტრალური დროშით გამომსვლელ არბუზოვს ან ბრაზილიელ ფალკაოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკაიტე ვაზარით დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემის ტურნირებზე ოქროს მედალს პირველად დაეუფლა.

შეჯიბრების ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი 23 და 24 მარტს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.