ძიუდო I ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და იაპონელ მურაოს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში წარმატებულად ასპარეზობენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ლორსანოვი ორი ვაზარით დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.
შეჯიბრებაზე ასევე ნახევარფინალში გასასვლელად იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც. იგი მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ვან ტენდს შეხვდება. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.