ძიუდო I დვალაშვილმა და გოჩილაიძემ ავსტრიის გრანპრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
ძიუდო I დვალაშვილმა და გოჩილაიძემ ავსტრიის გრანპრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე გრანპრიზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრების წევრები – ზაურ დვალაშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე (ორივე – 81 კგ) ასპარეზობენ.

21 წლის დვალაშვილმა პირველ წრეში ამერიკელი კელი ბერლინერი დაამარცხა და მეთექვსმეტედფინალში გერმანელ გრამკოის შეხვდება, გოჩილაიძემ კი სასტარტო დაპირისპირებაში ურუგვაელ ალაინ აპრაჰამიანს სძლია და შემდეგ წრეში ჩეხ სვობოდასთან იჭიდავებს.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების განაცხადში თავდაპირველად მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერიც ფიგურირებდა, მაგრამ საბოლოოდ მან მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადიდან მოეხსნა.

ლინცში იმყოფება საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ძიუდოისტი – ბაქარ ერაშვილი (90 კგ) და ლევან გუგავა (100 კგ), რომლებიც ტურნირზე საჭიდაოდ ხვალ გამოვლენ.