ძიუდო I ბექაური და მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში წარმატებულად ასპარეზობენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტურნირზე მეორე შეხვედრა სერბ ნემანია მაჟდოვთან ჩაატარა და მეტოქე ვაზარით დაამარცხა. ბექაური ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ლორსანოვს შეხვდება. ქართველის  წონაში გამომსვლელი იაპონელი სანშირო მურაო A ჯგუფში ასპარეზობს და არ არის გამორიცხული, 1/2-ფინალში ქართულ-იაპონური დაპირისპირება ვიხილოთ.

ტურნირზე ასევე მეოთხედფინალში იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც. მან მერვედფინალში თურქეთის სახელით გამომსვლელ ზგანკს დამაჯერებლად, იპონით სძლია და მეოთხეფფინალში ნიდერლანდელ ვან ტენდს დაუპირისპირდება. ქართველი ძიუდოისტები წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვდებიან. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.