ძიუდო | გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი შეხვედრის მიმდინარეობისას კვიპროსელ იანის ანტონიუსთან იუკოთი მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეს იპონით სძლია.
მეოთხედფინალში თუშიშვილის მეტოქე თურქი იბრაჰიმ თათაროღლუ იქნება.
„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.