ძიუდო | გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) მეოთხედფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე იბრაჰიმ თათაროღლუ იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში ვალერი ენდოვიცკის შეხვდება.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი სოფიო სომხიშვილი (-78) ხორვატ ელენა ვუკოვიჩთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი 16:00 საათიდან შემოგთავაზებთ.