ძიუდო | გუნდური ევროპის ჩემპიონატი 7 ნოემბერს ბელგრადში ჩატარდება #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში შერეულ გუნდებს (3 მამაკაცი, 3 ქალი) შორის, 7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:
კაცები:
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი;
90 კგ – ლუკა მაისურაძე;
+90 კგ – ირაკლი დემეტრაშვილი.
ქალები:
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;
70 კგ – ნინო გულბანი;
+78 კგ – ბარბარე გელაშვილი.