ძიუდო | გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის ნახევარფინალშია #1TVSPORT

17:27, 23.02.2025

პოლონეთის დედაქალ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობის ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) იჭიდავებს.

აღნიშნულ ტურნირზე ქართველი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ტატომ ოთხი დაპირისპირება მარტივად მოიგო და ფინალში გასასვლელად ესპანელ როდრიგესს დაუპირისპირდება.

იმავე წონაში მეოთხედფინალურ სტადიაზე იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი, ნიკოლოზ დავლაძე.

ვარშავის ღია პირველობაზე 22 თებერვალს – ექვსმა, დღეს კი შვიდმა ქართველმა იასპარეზა და ყველა მათგანი ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.

მსგავსი