ძიუდო | გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის ფინალშია, დავლაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში მიმდინარე ღია პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (90 კგ) ფინალში იჭიდავებს.
აღნიშნულ ტურნირზე ქართველი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ტატომ ხუთი დაპირისპირება მარტივად მოიგო და ფინალში გავიდა.
იმავე წონაში ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ნიკოლოზ დავლაძესაც – იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ვარშავის ღია პირველობაზე 22 თებერვალს – ექვსმა, დღეს კი შვიდმა ქართველმა იასპარეზა და ყველა მათგანი ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.