ძიუდო | გრიგალაშვილი მეოთხედფინალშია, მაისურაძემ მეორე შეხვედრაში გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში მეოთხე საშეჯიბრო დღეს ორი ქართული სპორტსმენი ასპარეზობს. ლუკა მაისურაძე (81 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

გრიგალაშვილმა მეოთხე წრეში ბერძენი ძიუდოსტი სუფთა გდებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ბელგიელ სამი ჩოუჩის შეხვდება.

ასევე წარმატებით ასპარეზობს ლუკა მაისურაძე, რომელმაც მესამე წრეში კანადელი სპორტსმენი ულამაზესი გდებით დაამარცხა და 1/8 ფინალში იჭიდავებს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაიმართება.