ძიუდო | გრიგალაშვილი, ჯავახიშვილი და დემეტრაშვილი ავსტრიის გრანპრის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე სამმა ქართველმა – ლუკა ჯავახიშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა (ორივე 90 კგ) და მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს.
ნახევარფინალში გადასასვლელად ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ესპანელი სანტამარია როდრიგესი იქნება, 20 წლის ჯავახიშვილი ისრაელის წარმომადგენელ როი სივანს შეხვდება, დემეტრაშვილი კი ფინელ მარტი პუმალაინენს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.