ძიუდო | გრიგალაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ძიუდო | გრიგალაშვილი და მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ – გრიგალაშვილმა ჩეხი იან სვობოდა იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ბულგარელ ხრისტო ვალკოვს შეხვდება, მაისურაძემ კი ბოსნიელ მეტოქეს აჯობა და მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევს დაუპირისპირდება.

ტურნირზე გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველის, გიორგი ჯაბნიაშვილის (90 კგ) მეტოქე მერვედფინალში ნორვეგიელი კორნელიუს ეილერტსენი იქნება.

ქალთა შორის შეჯიბრებაში მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) პირველივე შევედრა წააგო და ჩემპიონატს გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.