ძიუდო | „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT
ძიუდო | „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართულმა გუნდმა თურქული „გალათასარაი“ 4:1 დაამარცხა.

„გოლდენ გორმა“ ევროპის თასზე ასეთი შემადგენლობით იასპარეზა:

ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ), გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ლუკა ჟღენტი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ), გურამ თუშიშვილი (+90 კგ).

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გუნდები მონაწილეობდნენ.