ძიუდო | „გოლდენ გორი“ 24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს #1TVSPORT
24 ოქტომბერს პარიზი ძიუდოში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს. შეჯიბრებაზე ერთი ქართული კლუბი – „გოლდენ გორი“ იასპარეზებს.
„გოლდენ გორის“ შემადგენლობა:
- 73 კგ – ვაჟა მარგველაშვილი
- 90 კგ – ზაურ დვალაშვილი
- +90 კგ – თამაზ ბიგანაშვილი
- 57 კგ – ნინო ლოლაძე
- 70 კგ – ნინო გულბანი
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ყაზახური კლუბის, „ჯენისის“ შემადგენლობაში სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+90 კგ).