ძიუდო – გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონია

19:04, 12.09.2019

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 66კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი თუთაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

თუთაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევი დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი მოლდოველ ადილ ოსმანოვს დამატებით დროში იპონით სძლია.

მსგავსი