ძიუდო | გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო #1TVSPORT

12:33, 04.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) პირველი შეხვედრა მოიგო – 23 წლის ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი იცხაკ აშპიზი იპონით დაამარცხდა და შემდეგ წრეში პორტუგალელ ფერნანდესს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ C ბადეში სარდალაშვილის პოტენციური მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი რიუჯუ ნაგაიამაა. წინასწარ შეხვედრებში წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, ისინი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

დღეს მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ კატეგორიაში გათამაშდება. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი