ძიუდო | გიორგი სარდალაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემზე ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ბელგიელ ვერსტრაეტენს სძლია და საქართველოს ნაკრებს გრანდ სლემზე პირველი მედალი მოუტანა.
გიორგი სარდალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. 22 წლის ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი 2025 წელს პოდგორიცაში მოიპოვა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს 2024 წელს ასევე აბუ დაბიში დაეუფლა.
საქართველოს ძიუდოისტთა გუნდი აბუ დაბის გრანდ სლემზე რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.