ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალიშვილი (60 კგ) მეოთხედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში ქართელმა ფრანგი რომან ვალადიე პიკარდი დაამარცხა, ფინალურ ბლოკში გადამწყვეტ შეხვედრაში კი მისი მეტოქე ტაივანელი იუნგ ვეი იანგი იქნება.
დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ წონით კატეგორიაში გათამაშდება. მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან გაიმართება.