ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) მეორე შეხვედრაში დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა – 22 წლის ქართველმა მასპინძელ მარტონ ანდრასისთან ბოლო წამზე მსაჯების მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილების შემდეგ წააგო.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.