ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ტაიპეელი ლინი 15 წამში ულამაზესი იპონით დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა.

ნახევარფინალის საგზურისთვის სარდალაშვილი აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს დაუპირისპირდება.

ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება.

მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.