ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გიორგი სარდალიშვილმა (60 კგ) მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს – 23 წლის ქართველმა მერვედფინალში პორტუგალიელი ფერნანდეში ვაზარით დაამარცხა.
სარდალაშვილი ნახევარფინალის საგზურისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდება.
დღეს შეჯიბრზე მედლები მამაკაცთა 60 და ქალთა შორის 48 კგ კატეგორიაში გათამაშდება. მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან გაიმართება.