ძიუდო | გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელი აშპიცი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ამინ ბაკიტჯანს დაუპირისპირდება.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი თემურ ნოზაძე (-66 კგ) მერვედფინალში ფრანგ ვალიდ ხიართან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
- გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)
- თემურ ნოზაძე (-66 კგ)
- ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)
- მიხეილ ბახბახაშვილი (-73 კგ)
- დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ)
- ჯუმბერ მელაძე (-81 კგ)
- ლაშა ბექაური (-90 კგ)
- ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ)