ძიუდო | გიორგი სარადალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მესამე გამარჯვება მოიპოვა და ფინალში იჭიდავებს – ქართველმა ნახევარფინალში გაფრთხილებებით ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს სძლია და ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევს დაუპირისპირდება.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი სამი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე (ორივე – 66 კგ) და ჯულიეტა როდონაია (48 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და შეჯიბრებას უმედლოდ დაემშვიდობნენ.
ევროპის პირველობაზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.